
"რუსული კანონი'' და Tiktok-ის დეზინფორმაციის ალგორითმი
"ქართული არასამთავროების გავლით "ალქაიდა'' და "ისლამური სახელმწიფო" ფინანსდება", "გმირთა მოედანზე ახალგაზრდებმა სატანური რიტუალი შეასრულეს", "გადაეცეს ამერიკის საელჩოს ტერიტორია სოციალურად დაუცველებს", - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მასალისა, რომელსაც ქართულ "ტიკტოკზე" "რუსული კანონის'' მხარდამჭერი თუ დეზინფორმაციული კამპანიის მიმდინარეობისას შეხვდებოდით.
ამ პროცესის ხელშემწყობი გვერდები საერთო ნარატივებს ავრცელებდნენ კანონის ევროპულობაზე, მეორე ფრონტის საშიშროებაზე, გარყვნილ ახალგაზრდობაზე და ამერიკიდან მომდინარე რევოლუციურ საფრთხეებზე.
2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სოციალურ მედიას 5.22 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 63.8%-ია.
Facebook, YouTube, Instagram, WhatsApp, Tiktok - ეს დღეს ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმებია, მათგან "ტიკტოკს" 1.582 მილიარდი ადამიანი იყენებს და პირველ ადგილზეა აპლიკაციაში გატარებული საშუალო დროის მიხედვით.


საქართველოში "ტიკტოკის" მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის'' 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით დგინდება, რომ ეს აპლიკაცია "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" შემდეგ ლიდერობს.
"ტიკტოკი" ნაკლებად რეგულირებულია, შესაბამისად, მიმზიდველია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც "ფეისბუქზე" შეიზღუდნენ. ამავდროულად, Meta თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებთან, რომლებიც არაავთენტური კოორდინირებული ქსელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედებენ, რაც მავნე აქტორების საქმიანობას ართულებს და მათ "ტიკტოკზე'' გადასვლას უწყობს ხელს.
გარდა რეგულაციების სიმცირისა, "ტიკტოკზე" გამოქვეყნებული ვიდეო, შესაძლოა, ვირუსულად გავრცელდეს, რაც ახალი ანგარიშის განვითარებას ამარტივეს. ამავდროულად, აპლიკაციის ალგორითმი საერთო გვერდებს აკავშირებს ერთმანეთთან და არა პოპულარულებს, ხოლო რეკლამების გამოყენების შეზღუდვა, ყველა ანგარიშს თანაბარ პირობებში აყენებს. შესაბამისად, მავნე აქტორებისთვის ეს პლატფორმა კარგი საშუალებაა "დეზინფორმაციული პორტფელის" დივერსიფიკაციისთვის და ახალგაზრდებთან საკომუნიკაციოდ.
2024 წლის აპრილ-ივნისში "ტიკტოკზე" აქტიურად ვრცელდებოდა "რუსულ კანონთან" დაკავშირებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ინფორმაცია, ამავდროულად, მიმდინარეობდა პროცესი, რომლის მიზანი, კანონის მოწინააღმეგე ადამიანებისა და ორგანიზაციების მარგინალიზაცია და მათთვის სხვადასხვა, განსაკუთრებით სიძულვილის ენის შემცველი სტატუსის მიკერება იყო.
შესაბამისად, დეზინფორმაციული კამპანია მხოლოდ კანონის შინაარსს და მის "ღირსებას" არ ეხებოდა. საჭირო იყო ათიათასობით ადამიანისთვის, რომლებიც აპრილ-ივნისში აქციებზე იდგნენ, უიმედობისა და ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, რისთვისაც პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობის თემებზე ყურადღების გადატანა იყო საჭირო.
კვლევის ფარგლებში გამოვლინდა 118 ასეთი ანგარიში, რომელთაგან 56 "ქართული ოცნების" მხარდამჭერ პოზიციას ავლენდა, 32 გვერდი - "კონსერვატიული მოძრაობა/ალტინფოს", ხოლო 30 გვერდს გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათიები არ ჰქონია. ისინი, ძირითადად, სატირულ პოსტებს, კონსპირაციულ თეორიებს ან ძალადობრივი შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებდნენ. ამავდროულად, მათ ნაწილს გასართობი კონტენტი ჰქონდათ და მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების დრო აქტიურდებოდნენ..
შესწავლილი გვერდებიდან 100 ანონიმური ანგარიში იყო, 100 გვერდს სულ მცირე ათჯერ მაინც გაუვრცელებია დეზინფორმაცია/მანიპულაციური ინფორმაცია, ან შეუქმნია ისეთი კონტენტი (სიძულვილის ენა, ძალადობრივი მოწოდებები), რომელიც დააზარალებდა კანონის საწინააღმდეგო პროტესტს.
14 გვერდს, ძირითადად, რუსულენოვანი კონტენტი ჰქონდა, 9 ანგარიში 2023 წლის მარტის აქციების დროსაც ავრცელებდა დეზინფორმაციას, 29 გვერდმა აქტიურობა შეწყვიტა, ხოლო 7 ანგარიშის პირველი ვიდეო უშუალოდ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს შეეხებოდა.
![]() | ![]() |
---|---|
![]() | ![]() |
![]() | ![]() |
![]() |




ეს გვერდები აქტიურად იყენებდნენ კონტრასტის ტექნიკას. ხშირად იდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული ციხის კადრები და - დღევანდელი. ადარებდნენ აქციების ჩატარების მეთოდებს, უკრაინის დანგრეულ ქალაქებს, პოლიტიკოსებს და მათ ოჯახებს ( რა თქმა უნდა, სუბიექტური ხედვით).
დეზინფორმაციიის გავრცელების პარალელურად, ქვეყნდებოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული დანაშაულებების ისტორია, რითაც ხაზს უსვამდნენ, რომ კანონის მოწინააღმდეგეების ძველ რეჟიმს უჭერდნენ მხარს.
მთავარი ნარატივები იყო: "ეს კანონი ევროპულია"; "არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას და "მაიდანს", "მეორე ფრონტი არ იქნება"; "ლგბტ'', "უსამშობლო", "სატანისტი" და "ნარკომანი ნაციონალების აქციაა"; "ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავს".
ამავდროულად, გასართობის შინაარსის მქონე გვერდებს, რომლებსაც ანგარიშის შექმნის დღიდან 2024 წლის აპრილამდე არანაირი პოლიტიკურ, რელიგიურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მოულოდნელად ახსენდებათ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ქვეყანა დაღუპვისკენ მიჰყავთ და რყვნიან მომავალ თაობას, შესაბამისად, საჭიროა დეზინფორმაციის გავრცელება. სავარაუდოდ, ესაა დროებით დაქირავებული, "შტატგარეშე" ანგარიშები.

"ქართული ოცნების'' მხარდამჭერი გვერდები''
სახელი | გამომწერები | მოწონებები | სტატუსი | ანონიმური/რეალური |
---|---|---|---|---|
@gamoitseret | 19400 | 552100 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@political_page | 22400 | 521800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@kitkatbelly | 600 | 9604 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@chronicle_of_politics | 7160 | 132300 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@nikagabelia33 | 11400 | 39200 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@kartuliarxi | 2264 | 45800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@kartuliarxi | 23800 | 1 100 000 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@__forty__one__ | 62200 | 1700000 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@archivegeo | 8128 | 71700 | ბოლოს აქტიური იყო 9/25/2024 | ანონიმური |
@avoe.ge | 15000 | 414200 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@pilpani4 | 2825 | 69700 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@_geonews_ | 1509 | 24100 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@politkivili | 7640 | 112900 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@merabkostava_ | 1865 | 38500 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@misteraravin1 | 1793 | 57800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@davidtordia | 1841 | 17600 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@geo.course | 14600 | 299100 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@shotun100 | 6357 | 203400 | ბოლოს აქტიური იყო 10/28/2024 | ანონიმური |
@agentura.ge | 10700 | 250600 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@terentigldaneli1 | 3450 | 79000 | ბოლოს აქტიური იყო 10/24/2024 | ანონიმური |
@gigaiberieli | 4610 | 204800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@openmind703 | 2051 | 30800 | ბოლოს აქტიური იყო 10/31/2024 | ანონიმური |
@trends_ge | 2163 | 37700 | ბოლოს აქტიური იყო 10/31/2024 | ანონიმური |
@adhoc_tv | 35000 | 502000 | აქტიური სტატუსი | |
@media_archive | 325600 | 3800000 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@beridzen | 6641 | 117700 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@newswavebuzz | 2336 | 46200 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@user1785512536747 | 849 | 9479 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@lee.llc | 1015 | 9087 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@buldozeriii | 1280 | 21100 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@enesixi | 936 | 7510 | ბოლოს აქტიური იყო 7/13/2024 | ანონიმური |
@shakoshakooooo | 13800 | 434800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@geodream1 | 1150 | 10300 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@giorgicucqiridze7 | 896 | 3797 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@geo.truth | 12800 | 162500 | ბოლოს აქტიური იყო 10/28/2024 | ანონიმური |
@gabelagabela | 1971 | 32800 | ბოლოს აქტიური იყო 10/25/2024 | რეალური |
@lasha1969 | 577 | 2664 | ბოლოს აქტიური იყო 10/28/2024 | ანონიმური |
@vaakoo11 | 43900 | 84300 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@www.mkhare.ge | 4531 | 112100 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@wuko.88 | 1496 | 60600 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@mr.giorgadze | 14600 | 411500 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@boxer_2016 | 774 | 21700 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@giorgi8282 | 618 | 9032 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@mziamushkudiani1 | 181 | 378 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@user8656746135040 | 3183 | 15700 | ბოლოს აქტიური იყო 7/16/2024 | ანონიმური |
@g.natriashvili | 47900 | 1600000 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@spacegubo | 1608 | 27300 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@avimusaipi | 9929 | 136300 | ბოლოს აქტიური იყო 4/21/2024 | ანონიმური |
@antinac1 | 1002 | 5839 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@kavkasi1 | 2115 | 52100 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@user2599995491847 | 1865 | 11800 | ბოლოს აქტიური იყო 10/28/2024 | ანონიმური |
@xulo111 | 12300 | 36600 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@shorenatkebuchava | 1688 | 13900 | ბოლოს აქტიურ იყო 10/29/2024 | ანონიმური |
@iberia220 | 4265 | 29700 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@ivanishviliforgeorgia | 11000 | 124200 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@irakli.kobakhidze.pm | 21000 | 508800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
"კონსერვატიული მოძრაობა/ალტინფოს''
მხარდამჭერი გვერდები
სახელი | გამომწერები | მოწონებები | სტატუსი | ანონიმური/რეალური |
---|---|---|---|---|
@user50912088582832 | 1282 | 1725 | ბოლოს აქტიური იყო 10/29/2024 | ანონიმური |
@zura.zukakishvili | 5016 | 74200 | ბოლოს აქტიური იყო 10/25/2024 | რეალური |
@conservatori1 | 4921 | 88900 | ბოლოს აქტიური იყო 10/29/2024 | ანონიმური |
@kakhikhutsishvili | 3312 | 30300 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@giorgigiorgia1992 | 11500 | 116400 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@giga0503 | 208 | 2285 | ბოლოს აქტიური იყო 9/28/2024 | ანონიმური |
@bell.sido88 | 10700 | 192600 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@followcrank | 2024 | 39300 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@konservatorebi | 3422 | 23700 | ბოლოს აქტიური იყო11.05.2024 | ანონიმური |
@tatasport_ | 29900 | 485800 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@khatiajanashia2 | 3994 | 54800 | ბოლოს აქტიური იყო 11/05/2024 | რეალური |
@avtandilvashagashvili.0 | 2865 | 36700 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@g1org1kobakh1dze | 4418 | 64500 | აქტიური სტატუსი | რეალური |
@thomageorgian | 23400 | 654500 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@rimlad_480 | 731 | 9298 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@mirzabatumi | 1850 | 37400 | ბოლოს აქტიური იყო 10/25/2024 | ანონიმური |
@kartveli.tv | 5589 | 153100 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@morali888 | 8662 | 169900 | ბოლოს აქტიური იყო 8/20/2024 | ანონიმური |
@.me.var.qartveli? | 8264 | 113800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@merabi005 | 1182 | 26700 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@detro97 | 2251 | 41500 | ბოლოს აქტიური იყო 10/14/2024 | ანონიმური |
@amiranipruidze | 1603 | 18100 | ბოლოს აქტიური იყო 9/21/2024 | ანონიმური |
@nonameshop_._ | 1709 | 16800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@bell.sido88 | 9979 | 187800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@konservat2 | 3687 | 48700 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@arsen.popkhadze | 2544 | 35000 | ბოლოს აქტიური იყო 10/25/2024 | რეალური |
@guranduxt7 | 4164 | 62000 | ბოლოს აქტიური იყო 11/6/2024 | ანონიმური |
@altinfo8 | 5109 | 77800 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@alt_info2000 | 10300 | 170700 | ბოლოს აქტიური იყო 9/20/2024 | ანონიმური |
@altinfo2 | 17300 | 416300 | ბოლოს აქტიური იყო 10/8/2024 | ანონიმური |
@world_politics2 | 12400 | 98000 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
@user5442938181522 | 1864 | 28500 | აქტიური სტატუსი | ანონიმური |
გვერდები გამოკვეთილი პოლიტიკური ორიენტაციის გარეშე
სახელი | გამომწერები | მოწონებები | სტატუსი | რეალური/ანონიმური |
---|---|---|---|---|
@vaimee_qindzi_viyo | 1538 | 18200 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@simartle60 | 1297 | 14500 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 10/20/2024 |
@amkhile6 | 2302 | 64700 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@fucoskankara | 40800 | 533200 | რეალური | აქტიური სტატუსი |
@giorgicucqiridze7 | 896 | 3797 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@davitkochaber | 9313 | 62700 | რეალური | ბოლოს აქტიური იყო 8.9/2024 |
@kavkaztv2 | 5531 | 22900 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@shorenatkebuchava | 1688 | 13900 | ანონიმური | ბოლოს აქტიურ იყო 10/29/2024 |
@real_production_07 | 80300 | 2400000 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@chinanewsge | 3891 | 27500 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@user1836537627709 | 3758 | 200700 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@st..st..st..st | 13900 | 393500 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@ramgagaaperistat982 | 1050 | 54900 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@gvanca.jgenti1 | 2262 | 16700 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 9/5/2024 |
@belimedved7 | 5851 | 111300 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@qartveli20 | 111 | 38 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 6/14/2024 |
@gud.100 | 178 | 2917 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@zurabi79 | 1135 | 34100 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 10/16/2024 |
@tiktomi | 1690 | 8054 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 10/15/2024 |
@levani00986 | 534 | 2772 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 7/29/2024 |
@mary_hail | 3194 | 20000 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 6/18/2024 |
@bestofferrr | 25800 | 510700 | ანონიმური | აქტიური სტ ატუსი |
@dalinarkholin | 3553 | 51000 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@solomiplho77 | 984 | 21900 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 10/22/2024 |
@uzer865123 | 1380 | 13300 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@zen_zerone | 26200 | 750300 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 9/26/2024 |
@securemind? | 7558 | 213700 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@ork.estri? | 10700 | 111100 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
@polit_mimebi2 | 3086 | 129500 | ანონიმური | ბოლოს აქტიური იყო 10/02/2024 |
@mikheilukrainologi | 2368 | 33100 | ანონიმური | აქტიური სტატუსი |
დეზინფორმაციული ნარატივები
"ეს ევროპული კანონია''
"რუსული კანონის'' ლეგიტამიციის მიზნით, ხშირად ვრცელდებოდა დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს კანონი ამერიკულის, ბრიტანულისა და კანადურის ანალოგია, თუმცა "ბევრად უფრო ჰუმანურია''.
"შესაბამისად, - ამბობს მამუკა მდინარაძე - არავის აქვს პასუხი, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. დასავლეთის მიერ საქართველოსთვის აკრძალვა კი ორმაგი სტანდარტია და საქართველოში უცხოური აგენტურის(ენჯეოების) ჩარევის შედეგია''.






"არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას და "მაიდანს'', მეორე ფრონტი არ იქნება!!!''
სანამ "ქართული ოცნება'' საარჩევნო ბანერებზე დანგრეულ უკრაინულ ქალაქებს გამოსახავდა, ომით საკუთარი მოსახლეობის დაშინების ტაქტიკა "ტიკტოკზე'' აქტიურად მიმდინარეობდა.
"მაიდანის'' თემაზე განსაკუთრებულად "კონსერვატიული მოძრაობა/ალტინფოს'' მხარდამჭერი გვერდები წერდნენ. 2023 წლის მარტის აქციების დროს ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და მზადყოფნისკენ მოუწოდებდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურად დახმარებოდნენ თავის პარტიას.
ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა და "რუსულ კანონთან'' დაკავშირებული აქციებიც "მაიდანის'' თემას დაუკავშირეს. ეს გვერდები, რომლებიც კანონთან დაკავშირებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, ამავდროულად, უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, - "ზელენსკიმ გაწირა უკრაინა'' - ეს მათი ძირითადი არგუმენტი იყო.
მეორე ფრონტის თემას "ქართული ოცნებისა'' და "ალტინფოს'' მხარდამჭერი გვერდები თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომლის გახსნის მცდელობა ქართულ არასამთავროებს, "ნაციონალურ მოძრაობას" და, რაც მთავარია, მათ საერთაშორისო დასაყრდენს, "გლობალური ომის პარტიას'' ჰქონდა.
"ლგბტ", "უსამშობლო", "სატანისტი" და "ნარკომანი ნაციონალების" აქცია
"Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ'', - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ. 2024 წლის აპრილში, როდესაც აქციები ძალას იკრებდა, ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად დემონიზირებული ის ხალხი, ვინც კანონს აპროტესტებდა.
მცირე პერიოდში, როდესაც დემონსტრაციებმა მასშტაბური სახე მიიღო, საჭირო გახდა აქტივისტების, ოპოზიციისა და აქციის მონაწილეების დემონიზირება, მათთვის , შეურაცხმყოფელი, ჰომოფობიური სტატუსის მიკერება და აბსოლუტურად ყველას ნაციონალებად გამოცხადება.
ამავდროულად, აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ აქციაზე მცირე რაოდენობის ადამიანები იყვნენ შეკრებილნი და მათმა უმეტესობამ არ იცოდა, რას აპროტესტებდა. "აღნიშნული არ არის ახალი ნარატივი, მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყენებდა ნებისმიერი წინააღმდეგობისა თუ აქციის დისკრედიტაციისთვის'', ამბობს ეთო ბუზიაშვილი, "ატლანტიკური საბჭოს'' მკვლევარი.
"ნახეთ ვინ დგას აქციაზე!'' , "ესენი ლგბტ პროპაგანდას უწყობენ ხელს ", "აი, რას ხმარდება დასავლეთიდან შემოსული დაფინანსება", - ეს პათოსი რეფრენად გასდევდა დეზინფორმაციულ ნარატივს.






"ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავს''




დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავს, პირდაპირ დაუკავშირდა "რუსულ კანონს". შესაბამისად, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო სექტორი თუ დემონსტრანტები, ამერიკის აგენტებად შეირაცხნენ.
ამ მხრივ აქტიურობდა "კონსერვატიული მოძრაობა/ალტინფოს'' მხარდამჭერი გვერდები, რომელთა ვიდეოების დიდი ნაწილი დასავლეთს უარყოფითად წარმოაჩენდა.
ამავდროულად, ვრცელდებოდა სატირული შინაარსის ვიდეოები და კარიკატურები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტისა და ელჩის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. აღნიშნული გვერდები ყველაფერს, რაც უახლოეს წარსულში რუსეთის სახელთან არის დაკავშირებული (ზვიად გამსახურდიას სიკვდილს, აფხაზეთის ომს, აგვისტოს ომს), ამერიკას აბრალებდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად დაამხო ლეგიტიმური ხელისუფლება შეერთებულმა შტატებმა და საქართველოშიც იგივე განმეორდებოდა, თუ არ გამოაშკარავდებოდა აგენტურა, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდებოდა.
ეს აგენტურა, მათი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.
"კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' გამორჩეული სამიზნე იყო როგორც რუსული, ისე ქართული დეზინფორმაციული აქტორებისთვის.
ამომავალი წერტილი იყო, საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ ეს არაა რუსული კანონი, წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და იმ ძალების დემონიზება მომხდარიყო, რომლებიც არასასურველია "ქართული ოცნებისთვის'' და რუსეთის მთავრობისთვის საქართველოში"
ეთო ბუზიაშვილი, "ატლანტიკური საბჭოს'' მკვლევარი


"ტიკტოკზე'' შესწავლილ გვერდებს მრავალფეროვანი კონტენტი ჰქონდათ. ეხებოდნენ რელიგიას, პოლიტიკას, სპორტს, კულტურას და ა.შ. შესაბამისად, ცდილობდნენ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიაზე გასვლას და ხალხის შეცდომაში შეყვანას.
მაღალი ხარისხის დეზინფორმაციული "პროდუქტის'' შექმნით ბუნდოვნდება სიმართლესა და ტყუილს შორის ზღვარი, თუმცა კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღების შესაძლებლობა და მედიაწიგნიერების ზრდა, გეხმარება, ნათლად დაინახო ჭეშმარიტება.